ვიდეო მეთვალყურეობა

ნებისმიერი სირთულის ამოცანა, რომელიც თქვენს პროექტზე მუშაობისას შეიძლება წამოიჭრას, ჩვენი პროფესიონალების გუნდი გადაჭრის.

CCTV-ის მთავარ სირთულეს წლების წინ წარმოადგენდა მაღალი ხარისხის და რეზოლუციის მკაფიო გამოსახულების მიღება. ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ეს პრობლემა გამოსწორდა, მაგრამ გაჩნდა ახალი გამოწვევა ვიდეოკონტენტის ანალიზის სახით, რომელიც ჩვენი დახმარებით მარტივად შეგიძლიათ მოაგვაროთ. 

ჩვენ  ვიდეო სამეთვალყურეო სისტემებთან ერთად გთავაზობთ, ვიდეო ანალიტიკის ალგორითმების ფართო სპექტრს:

 

  • ხაზის გადაკვეთის დეტექცია
  • ვირტუალურ ზონაში შეღწევის ან დატოვების დეტექცია
  • სახის და ავტომობილის ნომრის ამოცნობა
  • მიტოვებული ან გამქრალი ნივთის დეტექცია და ა.შ.

 

გარდა ამისა, უნკალური ალგორითმის AcuSense წყალობით, სისტემას შეუძლია მოახდინოს მოძრავი ობიექტების კლასიფიკაცია (ადამიანი/ავტომობილი) რაც მაქსიმალურად ამცირებს ცრუ განგაშების გენერირებას და ზრდის სისტემის ეფექტურობას.