IP ტელეფონია

  • ზარების მარშრუტიზაცია
  • ინტერაქტიური ავტომოპასუხე (IVR)
  • ზარის მიმღებთა ჯგუფი (Ring Group)
  • ზარის რიგში ჩაყენება (Call Queue)
  • ინტერკომი / ფეიჯინგი
  • მონიტორინგის ფუნქციები (Spy Functions)
  • ზარების ავტომატური ჩაწერა (call recording)
  • ბილინგის მოდული
  • სასტუმროს მოდული

 

ზარების მარშრუტიზაცია

მარშრუტიზაცია შესაძლებლობას იძლევა მართოთ შემომავალი და გამავალი ზარები, თქვენი საჭიროებებისა და სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე. 

მარშრუტიზაცია შეიძლება გაკეთდეს დროის (სამუშაო საათების, შესვენების, არასამუშაო საათების და დღეების, ასევე ოფიციალური დასვენების დღეების), ზარის ავტორის ან ადრესატის (აკრეფილი ნომერი, ინდექსი) მიხედვით.

ინტერაქტიური ავტომოპასუხე (IVR)

შემომავალი ზარისას ავტომოპასუხე უკრავს ჩაწერილ ხმას, მაგალითად: “მოგესალმებათ კომპანია ინტელკომ ჯგუფი, გაყიდვების განყოფილებასთან დასაკავშირებლად აკრიფეთ 1, ტექნიკურ განყოფილებასთან დასაკავშირებლად 2 ან დაელოდეთ ოპერატორს”. 

ზარის ავტორის მიერ ზემოთ მითითებული ციფრების აკრეფვის შემდეგ, სისტემა მას გადაამისამართებს შესაბამის შიდა ნომერზე ან ზარის მიმღებთა ჯგუფზე.

ზარის მიმღებთა ჯუფი (Ring Group)

ზარის მიმღებთა ჯგუფების შექმნის შემთხვევაში შესაძლებლობა გეძლევათ, შემომავალი ზარისას: 

1. ერთდროულად დაირეკოს ამ ჯგუფის ყველა წევრის ტელეფონზე. პასუხს გასცემს ის, ვინც პირველი აიღეს ყურმილს. 
2. წინასწარ განსაზღვრული თანმიმდევრობით დაირეკოს ამ ჯგუფის წევრთა ტელეფონებზე. შემომავალი ზარისას ირეკება ჯგუფის პირველი წევრის ტელეფონზე და თუ ის დაკავებულია ან გარკვეული დროის განმავლობაში არ პასუხობს, მხოლოდ ამის შემდეგ დაირეკება ჯგუფის მეორე წევრის ტელეფონზე და ა.შ.
 

ზარის რიგში ჩაყენება (Call Queue)

ზარის რიგში ჩაყენების ფუნქცია, როგორც წესი გამოიყენება ქოლ–ცენტრების მიერ. 

ზარის ავტორი დგება რიგში, როდესაც ყველა ოპერატორი დაკავებულია. 

MyPBX შესაძლებლობას გაძლევთ: 
1. რიგში დგომისას მომხმარებელს მოასმენინოთ მუსიკა.
2. წინასწარ განსაზღვრული პერიოდულობით შეატყობინოთ მისი რიგის ნომერი და ოპერატორის სავარაუდო განთავისუფლების დრო.
3. ასევე პერიოდულად მოასმენინოთ სარეკლამო ან სხვა ხასიათის განცხადებები. 

MyPBX –ის საშუალებით ასევე შესაძლებელია შემომავალი ზარების თავისუფალ ოპერატორებზე გადანაწილების სტრატეგიის განსაზღვრა: 

1. დაირეკოს იმ ოპერატორის ტელეფონზე, რომელთანაც ბოლო საუბრის დამთავრებიდან გავიდა ყველაზე მეტი დრო. 
2. დაირეკოს იმ ოპერატორის ტელეფონზე, რომელთანაც ბოლო ზარის შესვლიდან გავიდა ყველაზე მეტი დრო. 
3. დაირეკოს იმ ოპერატორის ტელეფონზე, რომელმაც ყველაზე ნაკლებ ზარს უპასუხა. 
4. დაირეკოს ყველა ოპერატორთან, სანამ რომელიმე უპასუხებს. 
5. ოპერატორის შერჩევა მოხდეს შემთხვევითობის პრინციპით.


ინტერკომი / ფეიჯინგი

ინტერკომი შესაძლებლობას იძლევა, სწრაფად დაუკავშირდეთ ოპერატორს ან მდივანს ოფისის შიგნით. სიმბოლოთა სპეციალური კომბინაციის და შემდგომ შიდა ნომერის აკრეფის შემდეგ, ადრესატის ტელეფონი ავტომატურად უპასუხებს თქვენს ზარს და ჩაირთვება ხმამაღლა მოლაპარაკე.

ფეიჯინგი გამოიყენება ტელეფონის საშუალებით განცხადების გაკეთებისთვის, რომელიც გათვლილია ყველა მომხმარებლისთვის ან მათი გარკვეული ჯგუფისთვის. განცხადების გაკეთებისას მომხმარებელთა ტელეფონებზე ზარი არ რეკავს და ავტომატურად ირთვება ხმამაღლა მოლაპარაკე. 

ფეიჯინგს გააჩნია ცალმხრივი და ორმხრივი რეჟიმები. პირველ შემთხვევაში მომხმარებლებს მხოლოდ განცხადების მოსმენის საშუალება გააჩნიათ, ხოლო მეორე შემთხვევაში პასუხის გაცემის შესაძლებლობაც.
 

მონიტორინგის ფუნქციები (Spy Functions)

აღნიშნული ფუნქცია საშუალებას იძლევა ერთი შიდა ნომრიდან მონიტორინგი გაუწიოთ სხვა შიდა ნომრის სატელეფონო საუბარს. 

MyPBX –ს გააჩნია მონიტორინგის სამი რეჟიმი: 

1. სტანდარტული რეჟიმი (Normal Spy) – ამ დროს მხოლოდ სატელეფონო საუბრის მოსმენა შეგიძლიათ. 
2. კარნახის რეჟიმი (Whisper Spy) – ამ დროს შეგიძლიათ მოისმინოთ სატელეფონიო საუბარი და ამავდროულად ელაპარაკოთ იმ მხარეს, რომელსაც მონიტორინგს უწევთ. 
3. წამყვანის რეჟიმი (Barge Spy) – ამ დროს შეგიძლიათ მოისმინოთ სატელეფონო საუბარი და ამავდროულად ელაპარაკოთ ორივე მხარეს. 

მონიტორინგის განსახორციელებლად საჭიროა მოახდინოთ სატელეფონო სადგურის კონფიგურაცია: 

1. შიდა ნომერს მიანიჭოთ სხვათა მონიტორინგის გაწევის უფლება, ნებადართული რეჟიმების მითითებით. 
2. მონიტორინგისთვის გამიზნულ შიდა ნომრებს ჩაურთოთ "ექვემდებარება მონიტორინგს". 

მონიტორინგის საჭიროების წარმოქმნის შემთხვევაში უნდა აკრიფოთ მონიტორინგის შესაბამისი რეჟიმისთვის განკუთვნილი სიმბოლოთა კომბინაცია და შემდეგ მონიტორინგს დაქვემდებარებული შიდა ნომერი.


ზარების ავტომატური ჩაწერა (call recording)

MyPBX-ში ზარების ავტომატური ჩანაწერების შენახვა შესაძლებელია შიდა ან გარე მყარ დისკზე (დამოკიდებულია მოდელზე). მისი საშუალებით შეგიძლიათ აწარმოოთ მონიტორინგი როგორც შემომავალ ზარებზე, ასევე გამავალ ზარებზეც. ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი მოძებნოთ და მოისმინოთ ჩანაწერი, ზარის ავტორის, ზარის ადრესატის და დროის მიხედვით.


ბილინგის მოდული

ბილინგის მოდული უზრუნველყოფს MyPBX სატელეფონო სადგურის მიერ განხორცილებული / მიღებული ზარების აღრიცხვასა და მონიტორინგს. მისი მეშვეობით ასევე შესაძლებელია ტარიფების დადგენა განხორციელებულ ზარებზე, როგორც წინასწარი, ასევე შემდგომი გადახდის პრინციპით.

ბილინგის მოდული შესაძლებლობას იძლევა, გააკონტროლოთ სატელეფონო ზარები და მოახდინოთ სატელეფონო დანახარჯების ოპტიმიზაცია.
ფუნქციონალური შესაძლებობები 

  • ანგარიშების მართვა და ბილინგი რეალურ დროში
  • შიდა ნომრებისთვის შეზღუდვების დაწესება ზარების განხორციელებაზე
  • ზარების ტარიფიკაცია: შიდა ნომრის, დროის, ზარის ხანგრძლივობის და ტიპის (ადგილობრივი და საერთაშორისო, ქალაქის ნომერზე და მობილურზე განხორციელებული) მიხედვით
  • ზარების ლიმიტირება განხორციელებული ზარების ღირებულების მიხედვით
  • ზარების მარშრუტიზაცია სატელეფონო დანახარჯების შემცირების მიზნით.
  • ზარების დეტალური სტატისტიკა


სასტუმროს მოდული

აღნიშნული მოდული წარმოადგენს პროგრამულ დამატებას MyPBX სატელეფონო სადგურებისთვის და შემუშავებული იქნა, მცირე და საშუალო სასტუმროების მზარდი საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით. 

მისი გააქტიურება მოითხოვს მხოლოდ შესაბამისი ლიცენზიის შეძენას, რის შემდეგაც თქვენ იღებთ კომპლექსურ გადაწყვეტას, სატელეფონო სადგურისთვის დამახასიათებელი და სასტუმროს მენეჯმენტისთვის საჭირო ფართო ფუქნციონალური შესაძლებლობით. 

სასტუმროს მოდულის გამოყენებით შესაძლებელია ნომრების დაჯავშნა, სტუმართა "check-in" და "check-out", ნომრის სტატუსის შემოწმება, მინი-ბარის აღრიცხვა და სხვა ყოველდღიური ამოცანების გადაწყვეტა. 

ფუნქციონალური შესაძლებობები 
 

  • "Check-in"
  • "Check-out"
  • ნომრის დაჯავშნა
  • ნომრების დაჯგუფება
  • ნომრების სტატუსების შემოწმება და შეცვლა
  • სტატუსის "არ შემაწუხო" დაყენება
  • სატელეფონო ზარით გაღვიძების განრიგის შედგენა
  • მინი ბარის აღრიცხვა
  • ტარიფების დადგენა ნომრებიდან განხორციელებულ ზარებზე
  • ნომრებს შორის ზარების განხორციელება
  • სტატუსის "ნომერი საჭიროებს დალაგებას" დაყენება
  • მომხმარებელთა სია
  • მომხმარებელთა ბილინგი